აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

"საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები"

27 თებერვალი, 2017

  2017 წლის 24  თებერვალს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  საქვეუწყებო დაწესებულება -საარქივო სამმართველოში ჩატარდა  შინაგან  საქმეთა სამინისტროს არქივისა და  აჭარის საარქივო სამმართველოს ერთობლივი ღონისძიება. დამსწრე საზოგადოებას საპრეზენტაციოდ წარედგინა დოკუმენტების კრებული  „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები. 1921’’

       ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან  საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენლები:  გივი მიქანაძე  - აკადემიის რექტორი, იაკობ ღლონტი - პრორექტორი, დავით გელაშვილი - რექტორის მრჩეველი, ეკა ალავიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი,  თამაზ აზარაშვილი - რექტორის თანაშემწე, მარიამ წერეთელი  პრორექტორის თანაშემწე,  ომარ თუშურაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი,  დავით ალავერდაშვილი - დირექტორის  მოადგილე,  ვლადიმერ  ლუარსაბაშვილი - არქივის მეოთხე განყოფილების უფროსი¸ მერი ბარბაქაძე - უფროსი ექსპერტი, ეკა კაციტაძე - არქივის  საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე: აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსი  კახა ბუხრაძე, აჭარის არ  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი - ნუგზარ სურმანიძე, ნინო ჩხეტია, ხვიჩა შარაშიძე, ასევე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები.

      ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. სიტყვით გამოვიდნენ: გივი მიქანაძე-  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, ომარ თუშურაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი,  რამაზ სურმანიძე- პროფესორი, საზოგადო მოღვაწე; ელგუჯა გოგიბერიძე - საარქივო სამმართველოს ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსი და თამაზ ფუტკარაძე, პროფესორი, საარქივო სამმართველოს განყოფილების უფროსი.

     ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს  დოკუმენტური ფილმი ,,1921“.  პარალელურად მოეწყო გამოფენების: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ბეჭდური გამოცემების  დათვალიერება.


ფოტოალბომის დასათვალიერებლად დააჭირეთ ბმულს 

 


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები