აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

27 თებერვალი, 2017

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაკიჯან საგინტაევს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. ზურაბ პატარაძემ და ბაკიდჯან საგინტაევმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ პრემიერ-მინისტრს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე. ყაზახეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. მე ძალიან თბილი ურთიერთობები მაკავშირებს ყაზახეთთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. განვიხილეთ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენების გაზრდა, ბათუმის ტურისტულ გამოფენა „ექსპო 2017“-ში ყაზახური ტურისტული კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ამ მიზნით, დღესვე „რადისონ ბლუ ასტანაში“ საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიმართება, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები პრეზენტაციებით წარსდგებიან. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ უინესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ პოლიფონიურ სიმღერებს, იხილონ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დააგემოვნონ უგემრიელესი აჭარული კერძები.

დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკას 1 მარტს დატოვებს.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები