აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის საინვესტიციო ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში

27 თებერვალი, 2017

ყაზახეთის რესპუბლიკაში დღეს საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიხსნა. შეხვედრაზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გამართა. ფორუმის მონაწილეებს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიეწოდათ. ფორუმის სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განსაზღვრულია საპრივაზტიაციო მიწის ნაკვეთები, შეიქმნა კურორტის განშენიანების რეგულირების გეგმა. პოტენციურმა ინვესტორებმა დღესვე აღნიშნული საკითხებისა და სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიიღეს. ფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრები გამართა. ფორუმის ფარგლებში ქართულმა და ყაზახეთში მოქმედმა კომპანიებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს, რაც სამომავლოდ მათი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ქ.ასტანაში ვიზიტის ფარგლებში ასევე აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია განხორციელდა. უცხოელი სტუმრები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, ქართულ ფოლკლორს, ქართულ ღვინოს და ეროვნულ სამზარეულოს გაეცნენ. ქ.ასტანაში ოფიციალური ვიზიტით აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკას 1 მარტს დატოვებს.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები