აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ლაშა კომახიძე ქალაქ ასტანაში აჭარის საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

28 თებერვალი, 2017

27 თებერვალს, აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიხსნა. ფორუმზე სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა და რეგიონულ ჭრილში ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას აჭარაში მოქმედი დეველოპერული, სამშენებლო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საინვესტიციო ფორუმზე რეგიონის მთავრობამ ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნეს სექტორს საქართველოში, ისევე როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარუდგინა. რეგიონს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს და ეს სტატისტიკა მუდმივად მზარდია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა გასულ წელს ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების (+118%). საინვესტიციო ფორუმის მიზანია გაიზარდოს უკვე არსებული პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენები ყაზახეთიდან, მოხდეს რეგიონში უფრო მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვა.

ფორუმის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე მოლაპარაკება ქართულ და ყაზახურ ტურისტულ კომპანიებს შორის, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო-კულტურული მიმართულებით. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საინვესტიციო ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იუნესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები. აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 მარტამდე გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები