აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

28 თებერვალი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე 21 მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პარალელურ რეჟიმში ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში  ქობულეთის ქუჩაზე,  გზის პროფილირება მოშანდაკება მიმდინარეობს. წყავროკა-ლაზიშვილებისა და ქაქუთის  მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი ადგილი ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების  გზაზე უკვე გაიწმინდა.

ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს:
ქედის მუნიციპალიტეტში:  ზესოფელი-აბუქეთას  მიმართულებით.  
შუახევის მუნიციპალიტეტში:  უჩამბა-წაბლანას, ხაბელაშვილები-ყელადუდის, ხიჭაური-ნაღვარევის, ზემოხევი-ბრილის, უჩამბას გზის, კვიახიძეების გზისა და ღორექეთი-გომარდულის მიმართულებით.
ხულოს მუნიციპალიტეტში: ფუშრუკაული-რაგვთას, სტეფანაშვილები-ღორჯომის, პანტნარის გზის, ძირკვაძეების გზისა და ქედლები-შურმულის გზის  მიმართულებით.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები