აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ყაზახეთის ეროვნულ სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

28 თებერვალი, 2017

აჭარის მთავრობის დელეგაცია ყაზახეთის რეპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ყაზახეთის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ყაზახეთის ეროვნული პალატისა და საგარეო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის. ყაზახეთის ეროვნულ პალატაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტს უკავშირდება. აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მზად არის უმასპინძლოს ყაზახ ბიზნესმენებს და საინფორმაციო ტურის ფარგლებში ადგილზე გააცნოს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემო.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები