აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა

01 მარტი, 2017

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში“ პროექტის შესახებ გამართულ დისკუსიას დაესწრო.

პროექტი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით  ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბერს N437 დადგენილებით დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პასუხისმგებლობა რეფერალში ჩართულ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობებსაც.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები: „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“-სიტუაციური ანალიზი და უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები“, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში“-პროექტის პრეზენტაცია“ და „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია“. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები