აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქალაქ ასტანის მერს შეხვდა

28 თებერვალი, 2017

აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დღეს აუდიენცია ქალაქ ასტანის აკიმთან (მერთან) ასეკ ისეკეშევთან გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეთაურობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის დელეგაციისა და ასტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სავაჭრო, ეკონომიკისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, როგორც საზღვაო, ისე სამთო ტურიზმის მიმართულებით. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ასევე აჭარაში MICE ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის პოტენციალს და ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილ ინტერესს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში სპორტული შეკრებების ცენტრაც ქცევის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

,,ძალიან საინტერესო შეხვდერა შედგა ქალაქის აკიმთან. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. დაიგეგმა სავაჭრო მისია საქართველოში. ძალიან მალე ჩამოვლენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით განავითარონ ურთიერთობა. ისევე როგორც ჩვენთვის ყაზახეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება, მისი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა შეხვედრები ჩვენი და ყაზახეთის სამინისტროებს შორის,“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. ასტანის აკიმი დაინტერესდა საინვესტიციო და ტურისტული პროექტების პრეზენტაციით, რომელიც გუშინდელ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, საინვესტიციო და ტურისტული ფორუმების ფორმატი თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

,,შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. საუბარი იყო ტურიზმის შესახებაც. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურისა და სამედიცინო სფეროს განვითარებას“,-აღნიშნა ასეკ ისეკეშევმა შეხვედრი შემდეგ. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტია. დაიგეგმა ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო ტურის ფარგლებში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობა.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები