აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

01 მარტი, 2017

. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგინული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, უახლოეს პერიოდში დაიწყება სამედიცინო დაწესებულების შიდა ინტერიერი მოწყობა და სამედიცინო აპარტურით აღჭურვა.   

დღეს, აღნიშნული საკითხები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან სელამი ქილიჩთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაცის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორთან ჰუსეინ შანლისთან ერთად განიხილა.  

მადლობას მოგახსენებთ აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერისათვის. პროექტები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით ხორციელდება რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

თურქეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის დაეხმაროს აჭარის რეგიონს ჯანდაცვის სფეროს ყველა მიმართულებით“ - განაცხადა სელამი ქილიჩმა.  

სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, ასევე  TIKA- სპეციალისტი საქართველოს პროექტებზე ოია თუთუნჯუ და თურქი ინფექციონისტი ემინ ედიზ თუთუნჯუ ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით 2016 დაიწყო . ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრ A კორპუსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ რეგიონს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფექციური პათოლოგიების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულება.

 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები