აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

01 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაური-ზანაქიძეების გზის მონაკვეთზე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ 1 კილომეტრამდე ტერიტორიაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებს შ.პ.ს „ბონდი2009“ ასრულებს. მოსამზადებელი სამუშაოები ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რკ.გადასასვლელი-კვირიკე ჰესის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
 მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე 16  მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის აღმართის მიმართულებით,  გზაზე  განვითარებული მეწყერის  გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბა ჩაქვი აღმაშენებლის ქუჩის მე-5-ე შესახვევში გრუნტის მოსწორებისა და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის გზის მონაკვეთზე  დამეწყრილი ადგილი იწმინდება.

ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს:
ქედის მუნიციპალიტეტში: ხარაულა-ფინავლების  მიმართულებით.  
შუახევის მუნიციპალიტეტში: უჩამბა-წაბლანას, ბრილის გზის, შუახევი-უჩამბის, კარაპეტის გზის, ღორექეთი-გომარდულისა და ჯაბნიძეების გზის მიმართულებით.
ხულოს მუნიციპალიტეტში: ეკლანა-ლაზოღლებისა და ქედლები-შურმულის გზის მიმართულებით.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები