აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარასა და მანგისტაუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01 მარტი, 2017

აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მანგისტაუს ოლქის მერს ალიკ აიდარბაევს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ საყვარელიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რეგიონების პირველმა პირებმა ზურაბ პატარაძემ და ალიკ აიდარბაევმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტების დამყარებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამრეწველო პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ. მხარეები სხვადასხვა ფორმით გაუწევენ მხარდაჭერას ეკონომიკურ თანამშრომლობას, კერძოდ, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონები ხელს შეუწყობს საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას, ერთობლივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები