აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი გამოცხადდა

02 მარტი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ გრძელდება. აჭარის რეგიონში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენლებს (შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, მხატვრები და სხვა)  შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად. 

კონკურსის მიზანია: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა - ხელოვანთა საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი ზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნების წარმომადგენელთა შორის ადგილობრივი და საერთაშორისო  შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება/განვითარების ხელშეწყობა.

„ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ ეტაპობრივად ჩატარდება, ამჟამინდელი მდგომარეობით დასრულებულია კონკურსის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება 2017 წლის 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით პერიოდში იწარმოებს.

გაი   ენლი   ნდა   იყოს   იმ ომ   გახაბიმიღების სრულების ლი მობილობის/ღონისძიების გარციები ებ პე 35 ეს. მიული წყვტიბი ბ გახალს ებ გახაბი მი ვიან 10 უშაო .

ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის სი 2017 უჯი გაისა  94 500 ლა, კონკურსის ფარგლებში ხოლი  თა უ არაუმეტეს 10 500 ლა.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები