აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია კონფერენციაზე

02 მარტი, 2017

კლიმატის ცვლილებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივების შესახებ აჭარაში კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გლობალური დათბობის პირობებში შავი ზღვის დონის აწევა, ზღვის ნაპირის წარეცხვა და სანაპირო ხაზის უკან დახევის განვითარების პროგნოზებია. ასევე, არსებული მდგომარეობის გავლენა სანაპირო ზოლში განლაგებულ შენობა ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

კონფერენციას ესწრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მაოადილე სოფიო ლაზიშვილიც, რომელმაც აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. სოფო ლაზიშვილმა საუბრისას ყურადღება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ  და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთა.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები 21-ე საუკუნეში ზღვის დონის მოსალოდნელი ამაღლების პირობებშიჭარის სანაპიროს კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებისა და სანაპიროს რეკრეაციული რესურსების მდგრადობის შესახებ. კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში” ფარგლებში ხორციელდება. მას აჭარის და ცენტრალური მთავრობის, ასევე თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების ესწრებიან. 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები