აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალ ბულვარში ნაპირგამაგრების პროექტის განხორციელება დაიწყო

02 მარტი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირგამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები აზიის განვითარების დაფინანსებით ხორციელდება. საერთო თანხა დაახლოებით 38 მლნ ლარია. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებს კომპანია "STRUIJK" ახორციელებს. პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიას მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა/გაფართოება. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყობა და სანაპიროს აღდგენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით განხორციელდება. ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი იქნება. დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი. პროექტის ფარგლებში ასევე იქ არსებული ნაშალი მასალის გამოკვლევის სამუშაოები ჩატარდება. პროექტით ქვიშა-ხრეშის რეცირკულაცია მოხდება,რაც ჩრდილოეთ სანაპიროდან სამხრეთში ქვიშა-ხრეშის გადატანას გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოები სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები