აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

დედის, ქალთა დღისა და არქივისტთა პროფესიული დღესასწაული

02 მარტი, 2017

  2017 წლის 2 მარტს, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში გაიმართა დედის, ქალთა დღისა და არქივისტთა პროფესიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო. 

საღამო გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. დედის, ქალთა და არქივისტის დღე მიულოცეს და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ ფუტკარაძე და ელგუჯა ჩაგანავა.  

         მისასალმებელი სიტყვის შემდეგ გაიმართა არქივისტთა დაჯილდოების ცერემონიალი. საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა  წლის საუკეთესო არქივისტის საპატიო სიგელი გადასცა არქივისტებს: თამარ ნამგალაძე და ავთანდილ ლეონიძეს,  ხოლო წლის საუკეთესო ფონდის მცველის საპატიო სიგელი გადაეცა ნინო ჯაბნიძე და მაია მელაძე. საარქივო სამმართველოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ არქივისტები: სევილია კაკაბაძე, ნარგიზ გვარიშვილი, ნოდარ ზაქარიაძე, დავით ხალვაში და ნაზი შარაშიძე.

დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტო. 


ფოტოალბომის დასათვალიერებლად დააჭირეთ ბმულს


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები