ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება გრძელდება
02 მარტი, 2017
გაიმართა შერეული
სამთავრობო კომისიის სხდომა, რომლის თანახმად უახლოეს დღეებში
დამატებით
ოთხი ეკომიგრანტი ოჯახისათვის, თანადაფინანსებით,
შესყიდული იქნება საცხოვრებელი ფართები.
,,ეკომიგრანტი
ოჯახების
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის
პროგრამის“
ფარგლებში, წელს სამინისტრომ, საცხოვრებელი ფართი 17 ეკომიგრანტ
ოჯახს
შეუსყიდა. 11 ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი ფართის მონაცემები
ვიზუალური
დათვალიერების, მათი ტექნიკური
მდგომარეობისა
და
ამ
ეტაპზე
არსებული
საბაზრო
ღირებულების
დადგენის
მიზნით
გადაგზავნილია
სსიპ
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს, რომლითაც
გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება
და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“
პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში
გასულ წელს უსაფრთხო
საცხოვრისი შეეძინა
96 ეკომიგრანტ ოჯახს.
ასევე,
2016 წელს აჭარის მთავრობის
სარეზერვო ფონდიდან
ფინანსური დახმარება
გაეწია სტიქიის შედეგად
დაზრალებულ 61 ოჯახს, 698 050 ლარის ოდენობით.
9 ოჯახი კი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
პროგრამის შესახებ ხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/27dbad43c74f44508563a848beae.pdf