აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე სანაპირო ზონის განვითარების კონფერენციას დაესწრო

02 მარტი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე კლიმატის ცვლილებისა და შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების კონფერენციას დაესწრო. სასტუმრო შერატონში შეხვედრის თემა გლობალური დათბობის პირობებში შავი ზღვის დონის აწევა, ზღვის ნაპირის წარეცხვა და სანაპირო ხაზის უკან დახევის საკითხები იყო. კონფერენციის მონაწილეებმა სანაპირო ზოლში განლაგებულ შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე არსებული მდგომარეობის გავლენაზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე 21-ე საუკუნეში ზღვის დონის მოსალოდნელი ამაღლების პირობებში აჭარის სანაპიროს კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებისა და სანაპიროს რეკრეაციული რესურსების მდგრადობის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” CENN ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში” ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები