აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

06 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი  მუნიციპალიტეტებში აგრძელებს დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალისა  და თოვლისგან გზების გაწმენდით  სამუშაოებს, რაზეც დეპარტამენტის 18 ერთეული ტექნიკაა  მობილიზებული. 
ქობულეთის  მუნიციპალიტეტში კოხი-ჯინჭარაძეებისა და თეთროსანი-ხუცუბანის  გზაზე  მიმდინარეობს გრუნტის მოსწორება-პროფილირება, გრუნტისა და მთის ნაშალის დატვირთვა გატანის სამუშაოები. 

ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს:
ქედის მუნიციპალიტეტში: ცხმორისი-გეგელიძეებისა და დანდალო-ხარაულა მეწყერის წმენდა, ზესოფელი-ხორთას მიმართულებით  თოვლის წმენდა.  
შუახევის მუნიციპალიტეტი: წელათის გზის 33-ე კილომეტრზე ზვავისა და თოვლის წმენდა, მახალაკიძეები- თოვლის წმენდა, ახალდაბა-ნასერვალის მიმართულებით თოვლისა და მეწყერის წმენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში: დიოკნისის გზა, საციხური-პანტნარის, წაბლანის გზის, ქედლები-ჭოლონის  მიმართულებით თოვლის წმენდა და  ვაშლოვანის საუბნო გზაზე მიმდინარეობს გრუნტის მოსწორება პროფილირება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები