აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ტურისტებს რეკომენდებული გიდები და ახალი ტურისტული მარშრუტები დახვდებათ

07 მარტი, 2017

2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები  სამი მიმართულებით - ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ. ხარისხის ნიშნის მისაღებად პროექტში ჩართულ გიდებს სპეციალური გამოცდების ჩააბარება ზაფხულამდე მოუწევთ.

გაზაფხულზევე გადამზადდება გიდები მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებითაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში მოქმედ გიდებს სპეციალურ ტრენინგებს შესთავაზებს, სადაც როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სულ, სააგენტო 50 გიდის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს შესთავაზებენ.

რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 ახალი მარშრუტის მარკირებას გეგმავს. დაიბეჭდება უკვე მარკირებული მარშრუტების სპეციალურ რუკებიც, რომელთა აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. აღნიშნული მარშრუტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის ინფოტურებს ჩაატარებს. სულ, მაღალმთიანი აჭარის ეკო, სოფლის და კულინარიულ მარშრუტებზე 10 ინფოტურის ჩატარება იგეგმება.  


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები