აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სალიბაურის სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

07 მარტი, 2017

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს ქალთა საერთაშორისო დღე სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. მილოცვას მინისტრი ინგა შამილიშვილი შეურთდა და აღნიშნა, რომ გაზაფხულთან ერთად მოდის სინაზისა და სილამაზის შესანიშნავი დღესასწაული. დედა და ზოგადად ქალი ავსებს სამყაროს სითბოთი და სინათლით. ასევე, იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე, აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა სფეროში. მიხარია როცა ქალები არიან წარმატებული პედაგოგები, პროფესორები, კულტურის მუშაკები, სპორტსმენები და ხელმძღვანელი პირები. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ჯანმრთელობას.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები