აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

07 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებმა რაულ ბერიძემ და ლაშა ჩიხლაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზის, ახალშენის გზა ზედა ახალშშენი-ჯოჭოსა და განთიადი-ზედა განთიადის გზის მონაკვეთზე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, სადაც გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე 26 მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის აღმართის მიმართულებით, გზაზე განვითარებული მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თეთროსანი-ხუცუბანის, ხუცუბანის შიდა გზისა და კლდიაშვილის ქუჩაზე გრუნტის მოსწორებისა და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების თოვლისაგან გაწმენდა მიმდინარეობს: ქედის მუნიციპალიტეტში: ჯალაბაშვილები-ზედა ჯალაბაშვილებისა და ბალაძეები-ზედა ბალაძეების მიმართულებით მთის ნაშალის გაწმენდა, მეძიბნა-ერგელური თოვლის წმენდა. შუახევის მუნიციპალიტეტში: კარაპეტი გზის, უჩამბა-წაბლანას, ჯაბნიძეები-გორას, შუბანი-ვაკის, ხაბელაშვილები-თხმელნარი, ფურტიო-მომწვარის, ბარათაული-ჭაქების, ბრილის გზის, ზემოხევი-ბრილისა და ოკისი-კაპანათის გზის. ხულოს მუნიციპალიტეტში: დანისპარაული-ველათის, აგარა-ყიშლას, ხულო-დანისპარაულის, ძირკვაძეების გზის, ვერნები-მახალაკურისა და ბეღლეთი-ყიშლას მიმართულებით.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები