აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ფოტოგამოფენა „100 წლის შემდეგ“

09 მარტი, 2017

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, . ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „100 წლის შემდეგ“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ყო აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, კიდევ 8 ქალბატონს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.

ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ უხუცესი ქალბატონების ოჯახის წევრები. აჭარის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, მუნიციპალიტეტებისა და საკანონმდებლო  ორგანოს წარმომადგენლები.

ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოვლწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს.

100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტშიხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაშიჩაერთვებიან. პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასოციაციაღირსეული სიბერედაგურიის აგრობიზნესცენტრი“.

უხუცესთა ფოტოები, ფოტოგრაფმა - მარია ზოიძემ გადაიღო.


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები