აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის შედეგები ცნობილია

10 მარტი, 2017

2017 წლის 10 მარტს თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.მიმდინარე წელს კონკურსში 38 განაცხადი იყო წარმოდგენილი.

კონკურსის პირობებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით კომისიამ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა:

1. მუსიკალური ფესტივალი - Black Sea Sound - შპს “EREDELI’s Art
2. „არტ საწარმო“ - ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე
3. „ქალები ქვიშიდან“ - სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
4. „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFESTYLE” - კულტურის საერთაშორისო ფონდი „არტ კავკასია“
5. „სხვა ცარცის წრე“ - ა(ა)იპ ექსპერიმენტული თეატრი ყველგან

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსი 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 20 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა.აღნიშნული კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. სამი წლის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 30-მდე პროექტი დაფინანსდა.

კონკურსის წლევანდელი ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული პროექტები საშუალოდ 20 000 ლარით დაფინანსდება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები