აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

13 მარტი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს და მის მეუღლეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო. მინისტრმა პოლონეთის ელჩს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. რამაზ ბოლქვაძემ ასევე აჭარაში პირველი ეკონომიკური ობსერვატორიის პროექტზე ისაუბრა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარის რეგიონი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან, ასევე მალოპოლსკას სავოევოდოსთან და შეხვედრაზე აღინიშნა,რომ სამომავლოდ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. რამაზ ბოლქვაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას კონკრეტული ბიზნეს პროექტები განიხილეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით პლონეთში 1 საინვესტიციო ფორუმი უკვე ჩატარდა და სამომავლოდ მსგავსი ფორმატის შეხვედრები კვლავ დაიგეგმება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები