აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში ინფრასრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

13 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე  რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურისა და ქედის  მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს მახო-სიმონეთის გზაზე მიმდინარე სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები. 

ქედის მუნიციპალიტეტში მოინახულეს ქედა-მერისის გზაზე  სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, მერისი-გუნდაური-ჭალათის გზის დამეწყრილი  მონაკვეთი, რომელიც უკვე გაწმენდილია და ნამონასტრევის მიმართულებით გაბიონების მშენებლობა, სადაც ასევე დეპარტამენტის მიერ 2  კილომეტრამდე ასფალტობეტონის  საფარის მოწყობაა დაგეგმილი.

მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე 21  მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხალა-ბალიქედის გზაზე  გრუნტის მოსწორებისა და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. 
ამ ეტაპზე იწმინდება შემდეგი საავტომობილო გზები:
ქედის მუნიციპალიტეტში: მერისისა და გეგელიძეები-ახოს მიმართულებით მთის ნაშალის გაწმენდა.
 შუახევის მუნიციპალიტეტში: ხიჭაური-ნაღვარევი-ინწკირვეთისა და შუახევი-ჩირუხის მიმართულებით მეწყერის წმენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში: ძირკვაძეები-ბაბანურის, პაქსაძეები-ღურტას, კორტოხი-ზეგნების, კალოთის გზის, საციხური-აგარას, ბაკოს გზის, დიოკნისი-ტაბახმელასა და პაქსაძეები-მანიაკეთის   მიმართულებით თოვლისა და ჩამონაშალის გაწმენდა. 

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები