აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრმა სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა

13 მარტი, 2017

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ თერაპევტ და კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილეს სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს.

მინისტრმა, ღვაწლმოსილ ექიმს, აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა.

სონიკო ძნელაძე სამედიცინო საქმიანობას 1973 წლიდან ეწევა. თვდაპირველად იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი, მოგვიანებით, სხვადასხვა წლებში  ქ, ბათუმის ყოფილი მეორე საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი, პოლიკლინუკური განყოფილების გამგე და საავადმყოფმთავარი ექიმი. 2005 წლიდან არის კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის დარგში.

⤵ იხილეთ: https://www.facebook.com/pg/mohs.adjara/photos/?tab=album&album_id=1597407860288413


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები