აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს

14 მარტი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2017-ზ წარადგინა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში პოპულარული ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გერმანული სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  დეპარტამენტი  რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას წელს პირველად გერმანიაშიც იწყებს. სარეკლამო კომპანიებთან შეხვედრებისას სწორედ,  აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი სარეკლამო და პიარ აქტივობები განიხილეს. გერმანიაში სარეკლამო აქტივობების დაწყებას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის მიმართულებით არსებული ფრენები. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ფრენები გერმანიის სამი ქალაქის -  ბერლინის, დორტმუნდისა და მემინგემის მიმართულებით ხორციელდება. დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიის ტურისტულ ბაზარზე გაზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. 


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები