აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან

14 მარტი, 2017

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზან გამგეობებისათვის, . ბათუმში დასრულებულ 58 ბინიან სოციალურ სახლში ფართების განაწილებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

სოციალურ სახლში ფართების განაწილება, აჭარის მთავრობის მიერ უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. დღევანდელი შეხვედრა აღნიშნული პროცესის საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმათვას შეუწყობს ხელს.

სოციალური სახლში საცხოვრისით დაკმაყოფილდება . ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტები.

მნიშვნელოვანია დაზარალებულთა დროული ინფორმირება დაზარალებულთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, დარეგისტრირების მიზნით.

შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ბოლო დროს მათში შესული ცვლილებების ირგვლივ.

https://www.facebook.com/images/emoji.php/v7/f92/1/16/2935.png⤵             იხილეთ მსგავსი ინფორმაცია:

https://www.facebook.com/mohs.adjara/photos/a.386401591389052.103126.386390168056861/1529457280416805/?type=3&theater


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები