აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირინა ხერჟის 75 წლის იუბილე აღინიშნა

14 მარტი, 2017

13 მარტს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა – თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში, ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სრული პროფესორის, თერთმეტწლედის პედაგოგის, კონსულტანტის,თავისი საქმის უზადო პროფესიონალის, შესანიშნავი პიროვნების, ქალბატონ ირინა ხერჟის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოს უძღვებოდა მუსიკოსი ნატო ორაგველიძე, რომელმაც სცენიდან მისალმებისას ბევრის სათქმელიც თქვა. აღინიშნა, რომ ჩვენს ქალაქში (და არა მხოლოდ ჩვენთან) დიდი ხანია სახელი გაითქვა ,,ხერჟის სკოლამ”. ითქვა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სულიერი აღმაფრენაა. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს უმნიშვნელო, ნაკლებ მნიშვნელოვანი ან ძალზე მნიშვნელოვანი საქმე. ის ყველაფერს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება. ის შესანიშნავი პედაგოგია. მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში. საიუბილეო საღამო ჭეშმარიტი ნიჭის, პროფესიონალიზმის ზეიმი იყო. მუსიკის ჯადოსნურ ენაზე მიულოცეს მას სახელოვანი იუბილე როგორც მისმა მოსწავლეებმა, ისე მისი კოლეგების აღსაზრდელებმა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის ირინა ხერჟს სამინისტროს მადლობის სიგელი და საჩუქარი გადასცა. „ ყველას უნდოდა მოჰფერებოდა ქალბატონს, რომელიც ნამდვილად ალამაზებს ქალაქს, როგორც ფიზიკურად, ისე შემოქმედებითად, ადამიანს, რომელიც სჭირდება საზოგადოებას“. მინისტრმა იუბილარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მილოცვა და ყვავილები გადასცა. საიუბილეო საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა.

საღამოზე შეკრებილები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ირინა ხერჟი არის პედაგოგი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საკუთარი ხელწერით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები