აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უცხოელმა ექსპერტმა ა.მ.გ.ე.ბ.ი-ს წარმომადგენლებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა

14 მარტი, 2017

დღეს, სასტუმრო შერატონ ბათუმის საკონფერენციო დარბაზში მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ა.მ.გ.ე.ბ.ი-ს) წარმომადგენლებს ბრიტანეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა სოფლის განვითარების სფეროში კიარან განონმა უცხოური გამოცდილება გაუზიარა. ექსპერტმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მსგავსი გაერთიანების ევროპული გამოცდილება, საქმიანობა, განვითარების გზები და მათ მიერ განხორციელებული პროექტები. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. ლაშა კომახიძემ ა.მ.ა.გ.ე.ბ.ი-ს შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სულ რეგიონში მოქმედებს 46 ამაგი, მათ შორის 6 ამაგი ქედის, 13 ქობულეთის, 4 შუახევის, 15 ხელვაჩაურის და 8 ხულოს მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც 677 ადამიანია გაერთიანებული.   შეხვედრის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი ,,ენპარდი-სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები