აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დეპარტამენტის თავმდჯდომარე პროფესიული კოლეჯის მუშაობას გაეცნო

14 მარტი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პირველ მოადგილესთან ერთად  ქობულეთში პროფესიულ კოლეჯს სტუმრობდა. თავმჯდომარე ახალი ტალღის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და გადასამზადებელი კურსების სტუდენტებს შეხვდა. კურსანტებს სულხან ღლონტმა  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კოლეჯში არსებული გადასამზადებელი კურსების მნიშვნელობა რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით.

ამ ეტაპზე პროფესიული კოლეჯში 911 პროფესიული სტუნდეტი  52 საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. მათგან 270 სტუნდეტი ტურიზმის დარგისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროფესიებში ღებულობს განათლებას, როგორებიცაა, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, რესტორნის სერვისის მენეჯერი, ტურ-ოპერატორი, მზარეული, კონდიტერი, ბართენდერი და საქართველოს კულტურურლი მემკვიდრეობის გიდი.  მიმდინარე წლიდან, კოლეჯში დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო სისტემა, რაც აღნიშნულ პროფესიებში სტუდენტებს სიღმისეული განათლების მიღების საშუალებას აძლევს. გასულ წელს, ტურიზმის დარგს კოლეჯის 450 კურსდამთავრებულიდან  200 ადამიანი შეემატა. 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები