აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო

15 მარტი, 2017

აჭარაში ფასდაკლებების კვირეული Discount Week დაიწყო.  2 აპრილამდე რეგიონში არსებულ 10 ბრენდულ და მაღალი კლასის სასტუმროებში მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ. მსურველებმა პროექტში ჩართულ სასტუმროებში -„ეუფორია“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „რედისონი“, „დივანი“, „ინტურისტი“, „ლე პორტი“, „ჯორჯიან პალასი“, „კასტელო მარე“ და „ლეოგრანდი“  სპეციალური ფასდაკლების მისაღებად უნდა წარადგინონ პრომო კოდი #DISCOUNTWEEK.  ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ფასებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე http://georgia.travel/discounts .

პროექტი Discount Week აჭარაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და აჭარის პოპულარიზაციაა. Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ეხლა კი მისი მასპინძელი აჭარაა. პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. 


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები