აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა დაიწყო

15 მარტი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრ“-მა 2017 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში დაიწყო ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების დარიგება სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის. ქვეპროგრამის ფარგლებში 274 ფერმერს 25 344 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი დაურიგდება. ქვპროგრამა ითვალისწინებს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით (20% ფერმერი, 80%) ბაღების გაშენებას. სულ აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში კაკლის ბაღები გაშენდება 76.8 ჰა-ზე. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 341 637 ლარია.

ქვეპროგრამის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების (კაკლის) ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება და შესაბამისად ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

კაკლის ნერგების გადაცემის პროცესში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის აგრონომა, ფერმერებს და აგრომეწარმეებს მიაწოდა ექსტენცია კაკლის ნერგების დარგვისა და მოვლა მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ. დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კაკლის ნერგების გადაცემას ფერმერებზე ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე დაესწრო.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები