აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

15 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი აგრძელებს ყოველდღიურ სამუშაოებს ხუთივე მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის 26 მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხუცუბანი-აჭყვისთავის გზაზე გრუნტის მოსწორება და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ჩხუტუნეთის ცენტრალურ გზაზე ხორციელდება ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები. ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით მთის ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები. შუახევის მუნიციპალიტეტში: წყალსაყარი-ინწკირვეთის მიმართულებით თოვლის წმენდა, ყინჩაური-ზამლეთი-ნიგაზეულის გზაზე გრუნტის მოსწორება პროფილირება, გრუნტის დატვირთვა და გატანა და ხიჭაური-ნაღვარევის გზაზე მეწყერის წმენდა. ხულოს მუნიციპალიტეტში: ხულო-ძირკვაძეების, საციხური-პანტნარის, ხულო-უჩხო-კურცხალის, კვატია-ბარდნალის, ბეღლეთი-ყიშლას, დანისპარაულის შიდა გზისა და სკვანის გზის თოვლისაგან წმენდა, ზამლეთი-ხიხაძირისა და ქედლები-თხილაძირი-ჭოლონის მიმართულებით მეწყერისა და ჩამონაშალის გაწმენდა.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები