აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატს ვახტანგ კუტუბიძეს საპატიო ჯილდო გადასცა

16 მარტი, 2017

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ვახტანგ კუტუბიძეს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატიო ჯილდოს გადასცა. ვახტანგ კუტუბიძე 1927 წლის 13 მარტს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში დაიბადა. 1954 წელს, წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი.

1952-1954 წლებში მუშაობდა დაბა ჩაქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში აგრონომად. 1954-1957 წლებში სწავლობდა ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სელექცია-მეთესლეობის სპეციალობით. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ფასდაუდებელია ბატონ ვახტანგის დამსახურება ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის გადამამუშავებელ მრეწველობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების თვალსაზრისით. 1957 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ჩაის კლონური სელექცია” და 125-მდე საგაზეთო სტატია. ასევე მის მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 1980-1991 წლებში უცხოეთის 36 ჟურნალსა და კრებულში, მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთის, კუბის, ცეილონის, პერუს, პოლონეთის და სხვა ქვეყნებში.


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები