აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სკოლებში მოსწავლეთა უფასო სამედიცინო სკრინინგი დაიწყო

17 მარტი, 2017

დღეს, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში   აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის  / განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთერთი ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში  განხორციელების  ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი მინისტრებმა ზაალ მიქელაძემ და ინგა შამილიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო  დაწესებულებების  პირველი-მერვე კლასის  მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულტერიტორიულ   ერთეულში.

მემორანდუმის თანახმად ჩტარდება:

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს  კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია,  ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია,  აუდიომეტრია და სხვა.

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

ჩატარდება მონაცემთა  სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორაგნიზება გაუწიოს   სკოლის  მოსწავლეთა მობილიზაციას.   

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) ინფორმაციით  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი-მერვე კლასის ჩათვლით სწავლობს 35 558 მოსწავლე.

2016 წელს მომსახურებით ისარგებლა  32 681-მა ბენეფიციარმა.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები