აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 მარტი, 2017

დღეს, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ღონისძიების -,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში.მემორანდუმის თანახმად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას. 

2016 წელს მომსახურებით ისარგებლა 32 681-მა ბენეფიციარმა.


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები