აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქორეოგრაფთა კონფერენცია გაიმართა

18 მარტი, 2017

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული სასცენო ქორეოგრაფია-ტრადიცია, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

კონფერენციის მიზანს ქართული ქორეოგრაფიული კულტურის წარსულისა და მისი სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერები, ასევე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები