აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალი საკვლევი ლაბორატორია მოინახულეს

20 მარტი, 2017

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალი საკვლევი ლაბორატორია დაათვალიერეს.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა 924 000 ლარით, რის შედეგადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. შეძენილია თანამედროვე ტიპის სხვადასხვა დანიშნულების საკვლევი აპარატურა, გაზის ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრით, სამმაგი კვადრუპოლისტიპის (GC-MS/MS), რომელიც იძლევა შესაძლებლობას განსაზღვროს სასურსათო პროდუქტებში და სასმელ წყალში პესტიციდების ნარჩენი აქტივობა. ასევე, მაღალი სიზუსტის თხევადი ქრომატოგრაფი- აფლატოქსინების კვლევისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს თხილის, ნიგოზის და სხვა მარცვლოვანი კულტურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. აღნიშნული დანადგარებით, შესაძლებელია სასურსათო პროდუქტში, სარგავ-სათესლე მასალაში და ცხოველთა საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის განსაზღვრა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა.

ყოველივე ზემოთაღნიშნული ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას, სამამულო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდას. სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. ასევე სსიპ ლაბორატორიული კვლევით ცენტრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები