აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბსუ პროექტის -,,გაიზიარე არჩევნები“ გამარჯვებულია

20 მარტი, 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ,,გაიზიარე არჩევნები -ინფორმირებული ახალგაზრდა-აქტიური ამომრჩეველი“ გამარჯვებულია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, საარჩევნო სისტემების რეფორმისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის, ახალციხის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ერთი თვის განმავლობაში პირდაპირი ჩართვის საშუალებით იმართებოდა დისკუსიები დემოკრატიისა და არჩევნების თემაზე, სადაც ბსუ-ს სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს და პროექტის გამარჯვებულები გახდნენ.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები