აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

16 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლაშა ჩიხლაძე იმყოფებოდა ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილზე პირადად გაეცნო არსებულ სამუშაოებს. ამ დროისთვის 26 მძიმე ტექნიკა შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. 
ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზედა სამება-ბეჟანიძეებისა და ხუცუბანის შიდა გზაზე გრუნტის მოსწორება და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ჩხუტუნეთის ცენტრალური გზისა და სარფი-კალენდერეს მიმართულებით ხორციელდება ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები.
ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევის, არძენაძეები-ტაკიძეებისა და ხარაულა-არძენაძეების მიმართულებით მთის ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები.
შუახევის მუნიციპალიტეტში: ბუთარაული-დედეშვილები-ნაკანაფევის გზაზე გრუნტის მოსწორება პროფილირება, ხოლო კარაპეტის მიმართულებით თოვლისგან გზის წმენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში: ხულო-ძირკვაძეები-ბაბანურის, საციხური-პანტნარის, ხულო-უჩხო-კურცხალის, კვატია-ბარდნალისა და დანისპარაულის შიდა გზის თოვლისაგან წმენდა, დიდაჭარა-ღორჯომის მიმართულებით ჩამონაშალის გაწმენდა.

კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები