აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რეგიონში კულტურის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო

20 მარტი, 2017

2017 წლის 20 მარტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის რეგიონული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ონლაინ სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსები, ა(ა)იპ კულტურის ცენტრების დირექტორები, ქალაქ ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები