აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

22 მარტი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში, 27 ერთეული მძიმე ტექნიკით შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკეს, ჩაქვი-სახალვაშოსა და ქაქუთი-გოგმაჩაურის გზებზე გრუნტის მოსწორებისა და პროფილირების სამუშაოები მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩხუტუნეთის ცენტრალური გზისა და ჭარნალის მეურნეობის მიმართულებით ხორციელდება ჩამონაშალის გაწმენდის, ჩამონაშალის გატანის და გრუნტის მოსწორება-პროფილირების სამუშაოები. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-უჩხითისა და კოკოტაური-ძანაძეები-ქვაკაცას მიმართულებით მთის ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ზვარე-წონიარისის, ცხემნა-ორცვასა და ოქტომბერი-მეძიბნას მიმართულებით ხიდებზე დაზიანებული მოაჯირების ელ. შედუღებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევისა და შუახევი-უჩამბას გზებზე ჩამონაშალის გაწმენდისა და გატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ლომანაური-ბალაურისა და ვანის გზა იწმინდება თოვლისგან. ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-ღორჯომის, ჩაო-გამართისა და აგარა-ღორჯომის მიმართულებით გრძელდება თოვლისა და ზვავისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო სხალთა-ხულოს, დიაკონიძეები-ოქრუაშვილებისა და ვერნები-მახალაკურის მიმართულებით ჩამონაშალის გაწმენდისა და გრუნტის დატვირთვა-გატანის სამუშაოები. 

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები