აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

ექსკურსია არქივში

24 მარტი, 2017

23 მარტს საარქივო სამმართველოს  ბათუმის პირველი სკოლის მაღალკლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,  ლია გოლიაძის  ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული „ლიტერატურული წრის“ წევრები, ესტუმრნენ. მოსწავლეებს  არქივში ჩაუტარდათ ექსკურსია-გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა საარქივო მასალებში“(ფრიდონ ქარდავა) . მოსწავლეები გაეცნენ დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის საინტერესო პროცესებს, დაათვალიერეს საცავები და იქ დავანებული უნიკალური დოკუმენტები.

ბოლოს მკვლევართა დარბაზში მოისმინეს  არქივში  მეცნიერული მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული ნიუანსები და  ნახეს დოკუმენტური ფილმი „1921 წელი“.

ახალგაზრდებს არქივის საინტერესო  თავისებურებებზე ესაუბრნენ, არქივის თანამშრომლები : ელგუჯა ჩაგანავა, ნაზი შარაშიძე, მზექალა გირიხიდი, ქეთი მიქელაძე, ეთერი ნათელაძე, მზია სურმანიძე და  ნინო გოგიტიძე.

საარქივო სამმართველო კვლავაც  გააგრძელებს ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობასთან ასეთ  საინტერესო და ნაყოფიერ ურიერთობას.


ალბომის დასათვალიერებლად დააჭირეთ ბმულს


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები