აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

25 მარტი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და კონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და გზების დეპარტამენტის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი გასულ წელს დაიგო. მიმდინარე წელს დარჩენილ კმ1+000-კმ1+584 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა განხორციელდება. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სამკუთხედი“ ასრულებს. შეხვედრას ქობულეთის საკრებულოს ხელმძღვანელი სულხან ოქროპირიძე და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რაულ ბერიძე ესწრებოდნენ.


აღნიშნული გზა ხუცუბნის, დაგვას, კვირიკეს და ბობოყვათის ადმინისტრაციულ ერთეულებს  ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები