აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

დედამიწის საათი 2017

26 მარტი, 2017

25 მარტი - დედამიწის საათი - აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღნიშნა:

დღის 12 საათზე სსიპ სატყეო სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბ „ცისნამი“-ს აღსაზრდელებისთვის.

საღამოს ბავშვებმა სამმართველოსა და სასტუმრო „შერატონი“-ს წარმომადგენლებთან ერთად დღის მთავარ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სინათლის სიმბოლურად ერთი საათით ჩაქრობით საზოგადოებას კლიმატის ცვლილებებზე ყურადღების აქცენტირებისკენ და ამ კუთხით უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდეს.

ეს გლობალური აქცია, რომელმაც სათავე ავსტრალიაში 2007 წელს აიღო, პლანეტის 200-მდე ქვეყანას აერთიანებს და საქართველო ამ აქტივობაში უკვე მეცხრე წელია რაც მონაწილეობს.

კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები