აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

27 მარტი, 2017

შუახევის მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები” გაიმართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 36 თემა 8 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, სამოქალაქო განათლება და გეოგრაფია. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები