აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

28 მარტი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დასრულებული პროექტები დაათვალიერა. მთავრობის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან ხულოს მუნიციპალიტეტში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დაგეგმილია 8 კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარის და ბეტონის საფარის, ასევე 45 ხელოვნური ნაგებობის (საყრდენი კედლის, გაბიონის) მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5387770 ლარი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები