აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კონკურსი

29 მარტი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 28 მარტს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის www. hr.gov.ge -ს მეშვეობით გამოცხადდა კონკურსი სამინისტროს ცენტრალური აპარის 6 ვაკანტურ პოზიციაზე, კერძოდ:


1.პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2.დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი;

3. პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

4.პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

5.აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

6.იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

დარგობრივი მიმართულების ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად - განცხადების გადარჩევა; ტესტირება; წერითი დავალება და გასაუბრება, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი ჩატარება სამ ეტაპად: განცხადების გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება;კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციებთან ერთად www. hr.gov.ge-ზე უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- უმაღლესი განათლებისა/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

-შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლითაც დადასტურდება სტაჟი.

ამასთან, ყველა დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე, დოკუმენტის უცხო ენაზე არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის წარმოდგენა.

კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე მსურველებმა სხვა მოთხოვნები იხილეთ ზემოთ აღნიშნულ ვებ გვერდზე. განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 აპრილი.


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები