აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ა/ბეტონის საფარი მოეწყო

30 მარტი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილეებთან რაულ ბერიძესთან, ლაშა ჩიხლაძესთან და დავით ბექაიასთან ერთად ხელვაჩაური-ზანაქიძეების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+980 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძეც დაესწრო. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით ასფალტობეტონის საფარის დაგება დღეს დასრულდება, რის შემდეგაც დეპარტამენტი უზრუნველყოფს გზაზე ახალი საგზაო ნიშნების მოწყობას. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 222530 ლარი. 

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები